Sunday, April 7, 2013

ლამბლიოზი lambliasis


ლამბლიოზი - ლამბლიებით ინვაზია, რომელიც მიმდინარეობს ნაწლავისდისფუნქციით ან როგორც უსიმპტომო პარაზიტმტარებლობა. ინვაზიის წყაროა მხოლოდ ადამიანი. 
ლამბლია
ლამბლიოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია ლამბლია; მიეკუთვნება უმარტივესებს. არსებობს განვითარების ვეგეტატიური და ცისტური სტადიებით. ვეგეტატიური სტადიის ლამბლია მსხლისებრი ფორმისაა, სიგრძით 8-18 მკმ, სიგანე 5-7 მკმ; გარემოში სწრაფად იღუპება. ცისტები ძლებენ გარემოში 3 თვემდე.ინფექციის შეჭრის კარია წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილები. ინფიცირებადი დოზაა 100 ცისტ-ლამბლიაზე მეტი. ინვაზირებულთა ნაწილს არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება, ამიტომ რიგი მკვლევარები ეჭვობენ ლამბლიების პათოგენურობაში. ლამბლიების ვეგეტატიური ფორმა შესაძლებლია არსებობდეს მხოლოდ წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე.ლამბლიები ვერ ძლებენ ნაღვლგამომყოფ გზებში (ნაღველი მათ კლავს). მათ შესაძლოა გამოიწვიონ ლორწოვანი გარსის ცვლილებები მიმაგრების ადგილზე და მოახდინონ რეფლექტორული ზემოქმედება.

No comments:

Post a Comment